Sunday, December 7, 2014

როგორი უნდა იყოს ფასილიტატორი მასწავლებელი? როგორ ეხმარება ის მოსწავლეს? რა უნდა გავაკეთოთ,როგორ მივაწოდოთ სურათები,კითხვები, ვიდეომასალა და ა.შ.   ამ ყველაფერს მივუძღვენით დღევანდელი  დღე. ძალიან გვეხმარება ქ-ნი ირინა,რომ სიღრმისეულად გავიგოთ ყველა ნიუანსი.

Thursday, December 4, 2014

ტრენინგის მეექვსე დღეა! დღეს მოსწავლეთა ნამუშევრების შესაძლო ვარიანტები განვიხილეთ. ისინი მოსწავლეთა საჭიროებებზე  მორგებული და მრავალფეროვანი უნდა იყოს.ეს ნამუშევრები დაეხმარება მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და გაუმჯობესებაში. როგორც ყოველთვის, საინტერესო და დატვირთული სამუშაო დღე იყო!

Tuesday, December 2, 2014

   დღეს განვიხილეთ,თუ როგორ დავიცვათ საკუთარი საავტორო უფლებები და არ დავარღვით სხვისი საავტორო უფლება. საინტერესო იყო უკუკავშირთან დაკავშირებული საკითხები. ვიმუშავეთ გამოყენებული ლიტერატურის ფაილის მომზადებაზეც... 

Sunday, November 30, 2014

  დღეს პროექტების შეფასებაზე ვიმუშავეთ. განვიხილეთ აქტივობები, რომლებიც პროექტის შეფასებისთვის დაგვჭირდება როგორც პროექტის დასაწყისში, ისე მისი მიმდინარეობისას და ბოლოს, პროექტის დასრულების შემდეგ. დატვირთული და საინტერესო დღე იყო!

Saturday, November 29, 2014

დავიწყეთ პროექტებით სწავლება! ძალიან საინტერესოა! უკვე შევარჩიე პროექტის თემა,ჩამოვაყალიბე შინაარსი, გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, დავსახე მიზნები, გავამზადე სლაიდები პრეზენტაციისთვის. ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებზე. ქ-ნი ირინას დამსახურებაა,რომ ასეთი ხალისით და ინტერესით ვეცნობით სიახლეებს! :)