Sunday, November 30, 2014

  დღეს პროექტების შეფასებაზე ვიმუშავეთ. განვიხილეთ აქტივობები, რომლებიც პროექტის შეფასებისთვის დაგვჭირდება როგორც პროექტის დასაწყისში, ისე მისი მიმდინარეობისას და ბოლოს, პროექტის დასრულების შემდეგ. დატვირთული და საინტერესო დღე იყო!

Saturday, November 29, 2014

დავიწყეთ პროექტებით სწავლება! ძალიან საინტერესოა! უკვე შევარჩიე პროექტის თემა,ჩამოვაყალიბე შინაარსი, გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, დავსახე მიზნები, გავამზადე სლაიდები პრეზენტაციისთვის. ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებზე. ქ-ნი ირინას დამსახურებაა,რომ ასეთი ხალისით და ინტერესით ვეცნობით სიახლეებს! :)